Monday, October 27, 2014

რეფლექსია მეცხრე დღე

დღეს  დასრულდა ჩვენი ტრეინინგი, ბევრი რამ ვისწავლეთ, რასაც გამოვიყენებთ  მომავალში, რათა უფრო საინტერესო გავხადოთ  სწავლება. პორტფოლიოში შევიტანთ ყველა საჭირო ინფორმაციას მომავალი პროექტებისათვის. ვფიქრობ, მოსწავლეები ხალისით შეასრულებენ მიცემულ დავალებებს, გაიუმჯობესებენ  ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევებს, დაამზადებენ ბუკლეტებს, სლაიდ-შოუებს, პოსტერებს და სხვა თვალსაჩინ ოებებს, რაც უფრო მიმზიდველს გახდის მათ სწავლას.
           დიდი მადლობა ბატონ დავითს გულისხმიერებისათვის!     იგი დიდ დროს გვითმობდა და ცდილობდა კარგად გაგვეგო ყველაფერი.

Tuesday, October 21, 2014

რეფლექსია მერვე დღე

ჩვენი  მუშაობა დასასრულს უახლოვდება,  დავასრულეთ  გეგმა, შევიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,  სრულვყავით შფასების რუბრიკა და ჩვენი პორტფოლიო თითქმის მზად არის, ვნახოთ, როგორ შეფასებას მოგვცემს ბატონი დავითი,  იმედია გვეტყვის ''მაგარია!!!!''

Monday, October 20, 2014

რეფლექსია მეშვიდე დღე

წარმოვადგინეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ გეგმაზე  და შეფასების კრიტერიუმებზე. გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, ვისწავლეთ ობიექტის მიმაგრება, შევარჩიეთ დიზაინი. საინტერესო იყო.

Tuesday, October 14, 2014

პროექტის პორტფოლიო

რეფლექსია მეექვსე დღე

 დღევანდელი დღე  იყო ნაყოფიერი და ვფიქრობ ჩვენი მომავალი მუშაობისთვის  გამოსადეგი. გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს, კრიუმებს, ვისწავლეთ  შეფასების  კრიტერიუმების  შერჩევა,  დოკუმენტის გაზიარება,  ვნახეთ სად  უნდა  მოვძებნოთ  ეს  ყველაფერი. დიდი მადლობა ბატონ დავითს!

Monday, October 13, 2014

რეფლექსია მეხუთე დღე


ვიმუშავეთ ბუკლეტის დახვეწაზე, შევქმენით პორტფოლიო, შევინახეთ ჩვენს ბლოგზე და მოგვეცა დავალება შევიტანოთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტი დასრულებული სახით

პროექტის პორტფოლიო